თბილისის N76 საჯარო სკოლას წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მთარგმნელი თამარ კვიჟინაძე სტუმრობდა.
თამარ კვიჟინაძემ ბულინგის თემაზე, ნორვეგიული ენიდან მის მიერ ქართულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია გააკეთა.
სტუმარმა საინტერესოდ ისაუბრა ნორვეგიელი მწერლის, არნე სვინგენის საყმაწვილო მოთხრობაზე - „ბალადა გატეხილ ცხვირზე". მოთხრობა ნორვეგიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები