მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა.
ვიქტორინა ნიკო მუსხელიშვილის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინაში ერთმანეთს გუნდები „გორგია„ და „ტეტრაედრი“ ეჯიბრებოდნენ.
ვიქტორინაში გუნდმა „ტეტრაედრიმ“ გაიმარჯვა. თითოეული მონაწილე თამაშის ორგანიზატორმა ლელა გეგეჭკორმა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები