წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-10 კლასში მათემატიკაში საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „ოქროს კვეთის“ როლი მათემატიკაში, მხატვრობაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და არქიტექტურაში.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მალვინა ყიფიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი იყო საინტერესო, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებითა და რესურსებით დატვირთული.
მოსწავლეებმა საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციები ჩაატარეს.
იხილეთ ფოტოები