XII კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჯერ არ მიუღია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ე.წ. არების აღრიცხვისგან გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
„თავისუფალი დასწრება იყო ხოლმე, რადგან მოსწავლეები გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. სამინისტრო იტყვის იქნება თუ არა, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. აღნიშნული ვადის განსაზღვრა მინისტრის ბრძანებით ხდებოდა“, - განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ წინა წლების გამოცდილებით, XII კლასელებს აპრილის ბოლოდან სასწავლო წლის დასრულებამდე საგაკვეთილო პროცესზე დასწრების ვალდებულება ეხსნებოდათ.