სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტ შოთა ჯოხაძეს შეხვდნენ.
შეხვედრა საჩხერის რაიონ სოფელ კვერეთის კალმახსაშენში შედგა, სადაც მან მოსწავლეებს დეტალურად აჩვენა თუ როგორ ხდება ნაკადულის კალმახის მოშენება.
მოსწავლეებმა კალმახსაშენი დაათვალიერეს, მის ხელმძღვანელობასთან ერთად დაგეგმეს მრავალი პროექტი, ისაუბრეს ბრაკონიერობაზე, თევზჭერის მნიშვნელობაზე, გარემოს დაცვაზე და ასე შემდეგ.
განხორციელებული აქტივობების შესახებ იხილეთ ბმული - სარეკის საჯარო სკოლა.docx
იხილეთ ფოტოები