გორელოვკის N1 სკოლის მე-6 და მე-7 კლასში ''თავისუფალი გაკვეთილი'' ჩატარდა. გაკვეთილის თემა ''ჩემი სკოლის ისტორია'' იყო.
სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ და მშობლიური ენის მასწავლებელმა ოლგა კურბატოვამ მოსწავლეებს გორელოვკის რუსული სკოლის დაარსების ისტორია გააცნეს.
ოლგა კურბატოვა: '' მოსწავლეებს სკოლის დაარსების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. 1903 წელს გორელოვკაში ეთნიკური რუსებისათვის გაიხსნა პირველი რუსული სკოლა, რომელიც შემოწირულობების ხარჯზე აშენდა. ერთერთი შემომწირველი ცნობილი მწერალი ლევ ტოლსტოი იყო.''
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ისტორიული ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო სკოლის პირველი მასწავლებელი და მოსწავლეები. პედაგოგები მოსწავლეებს ''დუხობორების'' შესახებაც ესაუბრნენ. ტატიანა კარევა: ''მოსწავლეებს ვესაუბრეთ თუ, რა როლი ჰქონდა სკოლას ეთნიკური ''დუხობორებისათვის'' და რა წვლილი შეიტანა ''დუხობორთა'' თემის განვითარების საქმეში.''
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დავალებაზე იმუშავეს - შექმნეს სკოლის ლოგო. მათ ჯგუფური მუშაობის შედეგად რამდენიმე სახის ნამუშევარი წარმოადგინეს და გამოავლინეს სკოლის საუკეთესო ლოგო.
იხილეთ ფოტოები