თბილისის N15 საჯარო ბაღში, გაურკვეველი სუნის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, აღმზრდელებმა შენობის რამდენიმე ოთახში აცეტონის მსგავსი სუნი იგრძნეს.
„ბავშვები უსაფრთხო ოთახებში არიან გადაყვანილნი. ვუკავშირდებით მშობლებსაც ინფორმაციისთვის. მშობლების ნაწილმა საბავშვო ბაღიდან უკვე წაიყვანა აღსაზრდელები“, - განაცხადეს სააგენტოში.
მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად, რაიმე ტიპის დაზიანება არავის მიუღია.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები მუშაობენ.