ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი აქტიურადაა ჩართული პროფესიული განვითარების სქემაში.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, თითქმის ყველა მასწავლებელმა ჩაატარა შიდა დაკვირვების გაკვეთილები.
მათ შორის მათემატიკის მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა ტარიელ სირბილაძემ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში, V კლასში.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. კოლეგებმა და შეფასების ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს მასწავლებლის გაკვეთილი.
იხილეთ ფოტოები