დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ფეხბურთში შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა
15-02-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ვაჟ ფეხბურთელთა შორის შიდა სასკოლო ტურნირი  ჩატარდა.

ტურნირში VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ტურნირი წრიული სისტემით წარიმართა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ VIII და X კლასის მოსწავლეები. თამაში უხვგოლიანი აღმოჩნდა და X კლასელებმა ანგარიშით 10:5 გაიმარჯვეს. 

თამაშის შედეგად გამოვლინდნენ: საუკეთესო მოთამაშე ცოტნე ჯანაშია (მარტვილის „სალხინოს“ ფეხბურთელი, X კლასი), ბომბარდირი თორნიკე კეკუტია („დინამოს“ აკადემიის ფეხბურთელი, VIII კლასი),  საუკეთესო გოლის ავტორი ნიკოლოზ რუხაია (VIII კლასი) და საუკეთესო მეკარე ნიკოლოზ ჯანაშია (X კლასი). 

ასევე, მაყურებელს ლამაზი თამაში უჩვენეს ნიკოლოზ აშორტიამ ( „დინამოს“ აკადემიის  ფეხბურთელი, VIII კლასი), ლუკა ნაჭყებიამ (VIII კლასი), გიორგი ფუტკარაიამ (VII კლასი), ამიკო თოდუამ (X კლასი) და გიგლა კოკაიამ (X კლასი). 

ტურნირს ორგანიზებას უწევდნენ სპორტის მასწავლებელი ბუთხუზ ნადარაია და  დირექტორი დავით ნაჭყებია. ფინალური თამაშის მსაჯი გახლდათ ბექა ფარულავა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203