ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის სამუშაო გეგმით იყო გათვალისწინებული.
კონკურსს ორგანიზება კათედრის ხელმძღვანელმა ლარისა ცუცქირიძემ გაუწია.
კონკურსში X, XI, XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსის შედეგების შესაფასებლად ჟიური აირჩიეს. ჟიურიმ კონკურსის გამარჯვებულად X კლასის მოსწავლეები დაასახელა.
„კონკურსმა საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები