თბილისის N45 საჯარო სკოლის 10ა და 10ბ კლასებში თემაზე - ,,ქართული ისტორიოგრაფია’’ კვირეული გაიმართა.
მეათეკლასელებს ისტორიას პედაგოგი მარეხი ჩიკვაიძე ასწავლის.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილები თემებზე - ,,ქართლის ცხოვრება’’, ,,ახალი ქართლის ცხოვრება’’, ,,გვიანი შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიის წარმომადგენელი ფარსადან გორგიჯანიძე’’ და ,,ვახუშტი ბატონიშვილი’’.
მოსწავლეებმა თემებზე - ,,ვახუშტი ბატონიშვილის ბიოგრაფია’’, ,,ვახუშტი ბატონიშვილი - ისტორიკოსი’’, ,,ვახუშტი ბატონიშვილი - გეოგრაფი და კარტოგრაფი (რუკები და ატლასები)’’ და ,,საქართველოს დროშები და გერბები ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით’’ პრეზენტაციები მოამზადეს.
ასევე 10ა და 10ბ კლასებს შორის ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინის თქმა იყო - ,,გამოიცანი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები ვახუშტი ბაგრატიონის დახასიათების მიხედვით „აღწერა სამეფოსა საქართველოსა”.
იხილეთ ფოტოები