სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბულინგის შესახებ ტრენინგი ჩაატარეს
15-02-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი, არადისკრიმინირებული გარემო“,  რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: დათო მარტიაშვილმა, ფიდან ბაბაევამ და ალისა ბაგიროვამ ჩაატარეს. 

ტრენინგს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მეათე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ტრენინგის ორგანიზატორებმა დასვეს კითხვები, მოისმინეს პასუხები, ასევე, ისაუბრეს ფიზიკურ, ვერბალურ, შენიღბულ ბულინგზე,  მოძალადის ტიპიურ მახასიათებლებზე, ქცევით მახასიათებლებზე, პრობლემის არსებობაზე, სამუშაო გეგმის შემუშავებაზე, გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე და მასწავლებლის, მშობლის თუ  სანდო მეგობრების ჩართულობაზე. 

ტრენინგის მსვლელობისას, მოსწავლეებმა ნახეს მედიარესურსი ბულინგთან დაკავშირებით. 

„ტრენინგის შეჯამებისას ყველამ ერთხმად აღინიშნა, რომ ისურვებდნენ მშვიდობიან,  არადიკრიმინირებულ გარემოს, სადაც დამკვიდრებული იქნება დემოკრატიული  ღირებულებები: ერთმანეთის პატივისცემა, თანამშრომლობა და მეგობრობა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203