ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ხევის საჯარო სკოლის მოსწავლე ვახტანგ ანთიძე ,,თიბისი“ ბანკის სტიპენდიანტი გახდა.
სკოლის აღსაზრდელი სპორტში მიღწეული წარმატებისთვის ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს.
„ეს აქტივობა უდიდესი ეროვნული საქმეა, ახალგაზრდები გრძნობენ მხარდაჭერას და იმედი აქვთ, რომ მათ კარგ წამოწყებებს ბანკი მხარს დაუჭერს, მადლობა მათ ამისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
„თიბისი ბანკი“ 200 ბავშვს ერთი წლის განმავლობაში ყველთვიურად 100-ლარიან სტიპენდიას მისცემს. ბანკი შეეცდება საქართველოს მასშტაბით 200 ნიჭიერ ბავშვს, შეუქმნას ის ელემენტარული პირობები, რაც მათ საყვარელი საქმიანობის კეთებასა და სამომავლოდ მიზნების მიღწევაში დაეხმარება.