მერჯევის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა კიდევ ერთ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
15-02-2019

პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში მერჯევის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ლოტუსმა“ უკვე მესამე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „გენმოდიფიცირებული საკვები და ჰიგიენა“, რომელმაც სკოლას კიდევ ერთი კომპიუტერი შესძინა. 

პროექტის მთავარი მიზანი ჯანსაღი კვებისა და გენმოდიცირებული პროდუქციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა გახლდათ.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები. მოეწყო შეხვედრა სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენელთან და ექიმთან, რომლებმაც მოსწავლეებსა და თემის წევრებს გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე და ჰიგიენის ნორმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსწავლეებმა შეისწავლეს საჩხერის ცენტრალური აგრარული ბაზრის ჰიგიენური მდგომარეობა, შეხვდნენ ბაზრის დირექციას, ითანამშრომლეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კომუნალურ სამსახურთან და თანამშრომლობის შედეგად ბაზრის ტერიტორიაზე ნაგვის ურნები განთავსდა.

ირაკლი ენუქიძე, კლუბის ლიდერი: „ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი ინიციატივით მეტნაკლებად მოწესრიგდა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ჰიგიენური მდგომარება და ჩვენი ძალისხმევით ორი ურნა განთავსდა“. 

აგრეთვე, უამრავი საკანცელარიო რესურსით აღიჭურვა სამოქალაქო განათლების კაბინეტი.

მერჯევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს და სამოქალაქო განათლების პედაგოგს, ეკატერინე დეკანოიძეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203