წალკის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი განხორციელებული აქტივობის გამო დაჯილდოვდა
წალკის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მერანის“ წევრები და მათი ხელმძღვანელი მანანა ზოიძე პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობის გამო სიგელებით და სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.
სკოლას კი სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული წარმატებული მუშაობისთვის სერტიფიკატი და ტექნიკა გადაეცა.
პროგრამას ორგანიზაცია PH international აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.
იხილეთ ფოტოები