ბათუმის N20 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კლუბის აქტიურმა წევრმა ელისო ცინცაძემ და მართა დომორჯგინიძემ მოამზადეს თემა სახელწოდებით „მეტი უნდა ვიცოდეთ სასამართლოს შესახებ“.
მათ კლუბის წევრებს და მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს საფუძვლიანი ინფორმაცია სასამართლოს შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს თემები მართლმსაჯულება, სასამართლო პროცესი, ადვოკატი და მოსამართლე.
„მოსწავლეებმა თავიანთი მოლოდინების შესახებ სტიკერებზე დაწერეს. ლექციის დასრულების შემდეგ მათ დასვეს კითხვები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებს კლუბის მეურვე პედაგოგის ხელმძღვანელობით დაგეგმილი აქვთ ვიზიტი სასამართლოში, პროცესზე დასწრების მიზნით, რათა პრაქტიკულად მეტი რამ გაიგონ სასამართლოს შესახებ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები