ჭოგნარის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს აღნიშნავს
15-09-2016

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე პირველკლასელთათვის.

კლასის დამრიგებლები მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დახვდნენ, მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დადგომა და უსურვეს წარმატებები მომავალშიც.

პირველი კლასის მასწავლებელი სოფიო ელიავა დიდი სიყვარულით შეხვდა თავის აღსაზრდელებს, მიულოცა ახალი სასწავლო წელი და გადასცა მათ სახელმძღვანელოები და პორტაბელური კომპიუტერები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203