N61 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა
18-02-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, N61 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მანდატურებთან, სკოლის ადმინისტრაციათან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად დაასუფთავეს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მოზარდებს მართლწესრიგსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ესაუბრნენ.

მსგავსი სახის საზოგადოებრივი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს. 



იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203