ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლის პროექტმა - ,,ახალი ხედვა- წიგნიერთა კლუბი" დაფინანსება მოიპოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ხელვაჩაურის რესურცენტრის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი 10 პროექტი, მათ შორის განთიადის საჯარო სკოლის პროექტი - ,,ახალი ხედვა- წიგნიერთა კლუბი" დაფინანსდა.
კლუბის ხელმძღვანელი მაგდა კომახიძეა, პასუხისმგებელი პირი კი - ნათია მახარაძე.
პროექტების მიღება მიმდინარე წლის 15 იანვარს გამოცხადდა. შეფასებისას გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: პროექტების აქტუალურობა, პროდუქტიულობა და მდგრადობა.
სკოლა მაგდა კომახიძეს აღნიშნული ინიციატივისათვის მადლობას უხდის და თითოეულ მონაწილეს წარმატებებს უსურვებს.