დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში (სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია) გაიმართა 2016-17 სასწავლო წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (კლასის ხელ-ლი: ნატრული ჯანჯღავა) დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
აღსანიშნავია, რომ 21 კურსდამთავრებულიდან თექვსმეტმა მოსწავლემ ჩააბარა სხვადასხვა უნივერსიტეტში. მათ შორის ექვსი მედალოსანია: მარკოზია სალომე (ოქრო), ფარულავა ბექა (ოქრო), ფარულავა სულხანი (ოქრო), ბეჭვაია ნინო (ვერცხლი), კოკაია ქეთი (ვერცხლი), ჯანჯღავა კარინა (ვერცხლი). ასევე, ორი მოსწავლე პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტია.
„მედლის მფლობელი მოსწავლეები უმცროს მეგობრებს ესაუბრნენ და თავიანთი ჯილდოებით მოტივატორებად იქცნენ სკოლის მოსწავლეებისათვის. ვუსურვებთ მათ წარმატებებს და წინასვლას ცხოვრებაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები