მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლას ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ ეგიდით ესტუმრნენ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და მწერალი არჩილ ქიქოძე.
მიწვეულმა სტუმრებმა სკოლაში ლექცია წაიკითხეს.
ვლადიმერ პაპავას ლექციის თემა იყო ,,საქართველო მსოფლიო ეკონომიკური განვითარების კონტექსტში“, არჩილი ქიქოძის კი - ,,ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში“.
„მწერლის ახალი რომანი ,,სამხრეთული სპილო“ 2018 წლის პრემია ,,საბას" გამარჯვებულია. სწორედ ეს რომანი იყო ბატონ არჩილთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული შეხვედრის მთავარი თემა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები