როდის მოიმატებს ტემპერატურა და როდის ჩადგება ქარი საქართველოში
18-02-2019

20 თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რა რამ­დე­ნი­მე გრა­დუ­სით მო­ი­მა­ტებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსია მოსალოდნელი.

20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. 21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება. ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18-19 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება, 21 თებერვალს კი +13 გრადუსამდე მოიმატებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203