გორელოვკის N1 საჯარო სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
18-02-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N1 საჯარო სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლამ ამ დღეებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორისაგან სასიხარულო წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ აღნიშნული წერილი სკოლის კოლექტივსა და მოსწავლეებს საზეიმოდ გააცნო. 

სკოლას წელს დაარსების 115 წელი შეუსრულდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203