ახალციხის მუნიციპალიტეტის, ტყემლანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ნინო ბიტიაშვილმა შაშის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.
ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის, კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. მასში 105 მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შაშში, დაძაბულ თამაშში, გოგონებში I ადგილი ნინო ბიტიაშვილმა დაიკავა.
გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები