რაში დაიხარჯება სკოლის გამოცდების გაუქმებით დაზოგილი 1,5 მილიონი ლარი
18-02-2019

სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების შედეგად, ბიუჯეტში 1,5 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ წარდგენილ კანონპროექტშია აღნიშნული, თანხა მოხმარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცენტრის მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების ხარჯების დასაფინანსებლად.

„კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუეჯტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „გამოცდების ორგანიზება“ (პროგრამული კოდი 32 04 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 1.5 მლნ ლარი, რომელიც მიმართულ იქნება ცენტრის მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებზე, მათ შორის საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების ხარჯების დასაფინანსებლად“.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინეს და მისი დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლის არსებობას, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალი თაობისათვის განათლების მიღების მიზანზე და არა ერთი კონკრეტული მიზნის - სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მზადებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203