სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამტრედიის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, 2019 წლის სასკოლო ინტელექტუალური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა.
სასკოლო ლიგის პირველი ტური სამტრედიის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც 12 სკოლის 15 გუნდი იყო წარმოდგენილი.
ინტელექტუალური თამაშების გახსნას მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია დაესწრო.
იხილეთ ფოტოები