ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ზაზაძემ შაშის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
18-02-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. მასში მონაწილეობას 105 მოსწავლე იღებდა. თამაში დაძაბულად წარიმართა.

შაშში გოგონებშს შორის II ადგილი ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ზაზაძემ  დაიკავა. 

გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტურნირი კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

ხეოთის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს, გელა ტივაძეს და სკოლის მოსწავლეს, გვანცა ზაზაძეს.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203