თბილისის N152-ე საჯარო სკოლაში მწერალ და გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან შეხვედრა გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლიტერატურით დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მწერალს გასაუბრებოდნენ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მისი აზრი მოესმინათ.
„ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იყო, რადგან წერა მიტაცებს და ჩვენი სტუმრისგან მოცემული რჩევები ძალიან გამომადგება“, -აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მოსწავლემ.
შეხვედრას სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. მწერალმა ამომწურავად უპასუხა არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ პედაგოგთა შეკითხვებსაც, რომლებიც ძირითადად თანამედროვე ლიტერატურას ეხებოდა.
მწერალთან შეხვედრის ორგანიზატორები სკოლის 9/2 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი დუდუხანა მდინარაძე იყვნენ.
იხილეთ ფოტოები