კერძო სკოლა „ანაბასისის“ მესამეკლასელებმა პროექტი - „მეფე მწიგნობარი“ განახორციელეს
18-02-2019

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ სამივე მე-3 პარალელური კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა - ლოლიტა ნებიერიძემ, ხათუნა წითელაშვილმა და ეკა ჯიმშიაშვილმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით პროექტი - „მეფე მწიგნობარი“ განახორციელეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მესამეკლასელები პროექტში აქტიურად ჩაებნენ, სამოქმედო გეგმა დასახეს და სასკოლო ბიბლიოთეკას ეწვივნენ, სადაც ისტორიის მასწავლებელმა (ნინო ტალახაძე) და ბიბლიოთეკის გამგემ მოსწავლეებს საინტერესო წიგნები და ინფორმაცია მიაწოდეს.

ბავშვებმა დაახარისხეს და წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, შექმნეს დიორამები, პროექტის დასრულების დღეს, სამივე კლასმა ერთობლივად კიდევ ერთხელ შეაჯამა თემის საკითხები და დავითის ღვაწლზე იმსჯელა.

პროექტის მონიტორინგი სკოლის განვითარების ჯგუფმა, თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით, განახორციელა.

იხილეთ ფოტოები სრულად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203