ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „მოხატე უსაფრთხოება“ განახორციელეს
19-02-2019

ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,თემიდას“ წევრებმა მორიგი პროექტი - „მოხატე უსაფრთხოება“ განახორციელეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქალაქის „ზებრა“ გადასასვლელი განაახლეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე, ქობულეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი მამუკა ხაბაზი და მისი თანამშრომლები და სკოლის კურსდამთავრებულები გიორგი ახვლედიანი და გიორგი თხილაიშვილი. 

„პროექტი - ,,მოხატე უსაფრთხოება არ განხორციელდებოდა უსაფრთხოდ, რომ არა საპატრულო სამსახურის თანადგომა და ჩართულობა“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203