თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ხალისით დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები. მათ საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, მათ შინაგან აგებულებასა და ემბრიონული განვითარების თავისებურებებს.
იხილეთ ფოტოები