იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-1/6 კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი ნათია დევიძე) სკოლის ექიმი მანანა ბურჯალიანი ესტუმრა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის თემა იყო - „ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, მიზანი კი - მოსწავლეებში ექიმის მნიშვნელობის და მისი საჭიროების გააზრება.
ექიმი მანანა ბურჯალიანი მოსწავლეებს ექიმის საჭიროებაზე ესაუბრა და აუხსნა თუ რატომ და როდის უნდა მიმართონ ექიმს და პრაქტიკულად აჩვენა როგორ ხდება სასუნთქი გზების გასინჯვა და სიმპტომების ამოცნობა/დადგენა.
ექიმი მოსწავლეებს ასევე ესაუბრა ვირუსული დაავადებების თავიდან აცილებაში პირადი ჰიგიენის როლზე.
მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფილის ექიმის როლი მოირგეს, მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს და დასკვნები გამოიტანეს.
„მადლობას ვუხდით ნათია დევიძეს და მანანა ბურჯალიანს აქტუალური თემის საინტერესოდ წარმოჩენისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პატარა პირველკლასელებთან ერთად“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.