წეროვნის N3 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სასკოლო წრე ფუნქციონირებს
19-02-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის ჩამოყალიბდა ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების წრე.

წრეებს ხელმძღვანელობს სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაია გაბაშვილი. ყველა წრე იმუშავებს მეორე სემესტრის განმავლობაში, კვირაში ერთ დღე, ერთი აკადემიური საათი. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლეების სოციალური უნარების განვითარებას.

საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და ბუნებისმეტყველებაში. საწრეო მუშაობის მთავარი ამოცანაა მომზადდეს მოსწავლე შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნებისათვის, რათა მან შეძლოს ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება, კრიტიკული განსჯა, შეფასება და გამოყენება თავისი ამოცანების განსახორციელებლად.

დაწყებითი კლასების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია დამატებითი აქტივობების შემოტანა. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს საგნის კომპეტენციას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. საწრეო მუშაობა იმიტომაა საჭირო, რომ მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მყარი ცოდნითა და შესაბამისი უნარ-ჩვევებით  შეუდგნენ  სწავლას მომდევნო კლასში.

საწრეო მუშაობისას მიზანმიმართულად იქნება განაწილებული აქტივობები ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისთვის. სამუშაოს შესრულების დროს, გათვალიწინებული იქნება მოსწავლეთა ინტერესთა სფერო და შესაძლებლობები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203