ტაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგმა მშობელთა და მასწავლებელთა ჩართულობით პროექტი - „ჯანსაღი კვება“ განახორციელა
19-02-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, ტაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგმა ნარგიზ ქათამაძემ პედაგოგიური კვლევის - „მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში“ ინტერვენციის ფარგლებში მშობელთა და პედაგოგთა ჩართულობით პროექტი - „ჯანსაღი კვება“ განახორციელა.

პროექტის დასკვნით ეტაპზე პედაგოგმა გაკვეთილი ჩაატარა. ნარგიზ ქათამაძემ გაკვეთილზე მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა უშუალო ჩართულობით სხვადასხვა აქტივობები განახორციელა.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები სტუმრებს საკუთარი ხელით მომზადებული ნუგბარით გაუმასპინძლდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203