თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიას ეწვივნენ.
მოსწავლეებს საინტერესო ლექცია წაუკითხა ნუგზარ მოსულიშვილმა. მან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გააცნო მოსწავლეებს სიახლეები ამ დარგში და მათი მნიშვნელობა კაცობრიობისათვის.
„ბატონმა ნუგზარმა მოსწავლეებს რამდენიმე საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტიც ჩაუტარა. შეხვედრამ კარგად ჩაიარა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები