მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის კლუბმა „მშვიდობის გზა“ მორიგი შეხვედრა გამართა
19-02-2019
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის კლუბმა „მშვიდობის გზა“ მე-3 შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის მიზანი იყო: გაეაზრებინათ მოსწავლეებს, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქმედებებს თავისივე და სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, შეიცნონ მონაწილეებმა, თუ რა გზით შეიძლება მოახდინონ პოზიტიური გავლენა საკუთარ და სხვა ადამიანების ყოფა-ცხოვრებაზე.

მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა შეხვედრაზე განხილული საკითხები და შეავსეს ცხოვრებისეული უნარების დასადგენი პრე-ტესტი.

გუნდურობისა და ურთიერთთანადგომის მნიშვნელობის გასააზრებლად მონაწილეებმა გააკეთეს სახალისო აქტივობა „ობობას ქსელი“, გამოთქვეს ვარაუდები აფრიკული წარმომავლობის სიტყვის „უბუნტუ“ შესახებ, შემდეგ კი წაიკითხეს ამბავი, რომლის მთავარი გზავნილი იყო გაეაზრებინათ ურთიერთთანადგომის მნიშვნელობა: „მე ვარ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ“, ანუ მთავარია ადამიანთა შორის ურთიერთგაგება და თანაგრძნობა.

მოსწავლეებმა ასევე გაიაზრეს, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობის ხის ერთფოთლიან, ორფოთლიან და სამფოთლიან კონტურებს: 

• ერთფოთლიანი - საკუთარ თავთან დაკავშირებული ქმედებების აღნიშნავს.
• ორფოთლიანი - ოჯახთან და მეგობრებთან მიმართებაში გაკეთებულ პოზიტიურ ქმედებებს აღნიშნავს.
• სამფოთლიანი - ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიკეთოდ გაკეთებულ ქმედებებს აღნიშნავს. 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს დავალება: შეასრულონ კვირის განმავლობაში რაიმე პოზიტიური ქმედება, რათა შეამკონ ფოთლებით მშვიდობის ხე შემდეგ სესიაზე.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203