შუახევის მუნიციპალიტეტის, ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მეათე კლასში ინგლისურ ენაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინგლისური ენის მასწავლებელმა მიხეილ მუკუტაძემ გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთნენ და იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად.
გაკვეთილს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
იხილეთ ფოტოები