გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მუზეუმში დაცული, გარდაბნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული, ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები დაათვალიერეს.
მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები