ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლის VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები ქუთაისში კინოთეატრ - ,,საქართველოში" ფილმ „აქვამენის“ ჩვენებას დაესწრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კინოჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა ყურადღება ფილმში გაჟღერებულ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მათ შორის გარემოს დაბინძურებაზე გაამახვილეს და პრობლემის არსსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ გამქრალ ცივილიზაციებს.
იხილეთ ფოტოები