თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნათია გიორგაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო.
„გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ეპიზოდი -„ჯავახეთის საეკლესიო კრება“ მასწავლებელმა ადამიანის ხორციელი ცხოვრებისა და სულიერი მხარის „შეზავებაზე“ საკლასო დისკუსიის წარმართვისათვის კარგად გამოიყენა. მოსწავლეებმა, ტექსტობრივი არგუმენტებისა და ცხოვრებისეული მაგალითების მოშველიებით, შეძლეს წარმოეჩინათ თავიანთი ინტელექტუალური ხედვა იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი მონაზვნები „არა ვისსა ჰელმწიფებასა ქუეშე არიან“, ისინი უნდა გვევლინებოდნენ „ვითარცა ზეცისა ანგელოზნი“, რომელთაც , მართლაც, ცა ნიშნავთ და ერი ზრდით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სამსახურისთვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სასწავლო პროცესის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ მოსწავლეები - მარიამ ქავთარაძე, რამაზ გოქაძე, ნინი გოქაძე, ნინო კუკულავა, მაია ნიკოლაძე, ლიკა ნიკოლაძე და ცისა ჭუმბურიძე.
ასევე მოწონება დაიმსახურა მოსწავლეების ნახატებმა, რომლებიც ასახავდნენ ჯავახეთის საეკლესიო კრების ეპიზოდებს: „კრება“, „უდაბნოს ვარსკვლავი“ და „მონასტრის ხედები“.
იხილეთ ფოტოები