კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სემინარებზე რეგისტრაცია გამოცხადდა
19-02-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სემინარებზე რეგისტრაციას აცხადებს.

კერძოდ კი  საჯარო და კერძო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის თემაზე: „სწავლების სტრატეგიები ეფექტური ჯგუფური მუშაობისათვის“ ჩატარდება სემინარი.

აღნიშნული სემინარი 26 თებერვალს, 16:00-დან 19:00 საათამდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება და მონტანის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი მაქსიმ ფონდი გაუძღვება.

ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სემინარზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

რეგისტრაცია ცხადდება ასევე ზოგადპროფესიულ ონლაინ კურსზე: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“. აღნიშნული სემინარი განკუთვნილია კერძო და საჯარო სკოლის ყველა საფეხურის მასწავლებლისთვის. კურსი შედგება სამი დამოუკიდებელი ონლაინ მოდულისგან(იხ. თითოეულის დეტალური აღწერა). 

მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის საინტერესო ერთი მოდული და შესაბამისად გაიარონ რეგისტრაცია მხოლოდ ერთი მიმართულებით.თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5 კვირას. ონლაინ კურსები დაიწყება 4 მარტს და დასრულდება 14 აპრილს. კურსის გასავლელად აუცილებელია კომპიუტერული უნარების შესაბამისი ცოდნა და ინტერნეტი.

ორივე მიმართულებით რეგისტრაცია 19 თებერვლიდან იწყება და ჯგუფების შევსებამდე გაგრძელდება. მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში შეზღუდულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203