2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები ექნებათ.
კერძოდ, როგორც etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, არდადეგები მიმდინარე წლის 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
სასწავლო პროცესი კი 15 მარტს, პარასკევს განახლდება.