თბილისის N152 სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო ოლიმპიადა „კინგსის“ შემოდგომის სეზონში.
თბილისის N152 საჯარო სკოლა რეგიონში საუკეთესო ოცეულშია იმ მოსწავლეთა რაოდენობით, რომლებმაც „კინგსის“ 2018 წლის შემოდგომის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში დიპლომები დაიმსახურეს, ხოლო ქართული ენის ოლიმპიადების ფინალურ ტურებში აღებული დიპლომების მიხედვით სკოლა რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები აქტიურობენ არა მხოლოდ ქართული ენის ოლიმპიადებში. სკოლა რეგიონში საუკეთესო ოცეულშია იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც „კინგსის“ 2018 წლის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადებში ფინალურ ტურებში დაიმსახურეს დიპლომი.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებსა და პედაგოგებს ამ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტო