ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფოცხვერაშვილი ძიუდოში გოგონათა შორის (48 კგ.წონით კატეგორია) საქართველოს ჩემპიონია.
ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში ჩატარდა. მარიამი ასპინძის სახელით ასპარეზობდა.
ეს ლამაზი გოგონა მეცხრე კლასელია და მრავალშვილიან ოჯახში იზრდება.
როგორც მარიამი აღნიშნავს, მისი სპორტის ამ სახეობით დაინტერესება სამხედრო მამის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას. ის ასპინძის სპორტული სკოლის აღზრდილია (დირექტორი ლ.მაზმიშვილი).
მომავალ გეგმებზე საუბრისას მარიამი ამბობს, რომ წინ ევროპის ჩემპიონატი ელოდება, მანამდე კი - მოსამზადებელი ხასიათის სამი ტურნირი.
ასპინძის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი ამაყობს მარიამის წარმატებით და გამარჯვებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები