დერცელის საჯარო სკოლის პატარა გამომგონებლები ერთწლიან სტიპენდიას აიღებენ
20-02-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის, დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ჯემალ ირემაძე, მერაბ ბერიძე, ზურაბ გობაძე და რაულ ბერიძე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პედაგოგის ალექსანდრე კაკულიას დახმარებით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობდნენ. 

„მართალია ჩვენი კონკურსანტები ფინალში ვერ გადავიდნენ, მაგრამ პატარა გამომგონებლები ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დააჯილდოვა და ოთხივე კონკუტსანტს - ჯემალ ირემაძეს, მერაბ ბერიძეს, ზურაბ გობაძეს და რაულ ბერიძეს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური 100-ლარიანი სტიპენდია დაენიშნა. ამ ფაქტმა საგრძნობლად იმოქმედა მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე. გვინდა სკოლის სახელით მადლობა გამოუცხადოთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდს ასეთი ყურადღებისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203