ახალი სასწავლო წლის აღნიშვნას ქალაქ ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზარდიაშვილი, მერის მოადგილე ზაზა გელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დაესწრენენ.
საზეიმო მიღებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიმართეს.
"გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, როგორც მოსწავლეებს, ასევე, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებით ეს დღე მინდა მივულოცა ჩვენს პატარებს, პირველ კლასელებს, მინდა მათ ვუსურვა წარმატებები და წინსვლა ცხოვრებაში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, სასწავლო წელი პირადად მოგილოცოთ. ნათელ მომავალს და ცხოვრების წარმატებულ გზას გისურვებთ. ქალაქის მერია ფუნქციონირების დაწყებიდან საჯარო სკოლების გვერდით დგას და თქვენს თანადგომას მომავალშიც გავაგრძელებთ,"- ასე მიმართა დამსწრე საზოგადოებას ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ზარდიაშვილმა.
წელს ახალციხის საჯარო სკოლებში 598 პირველკლასელი მივიდა.