სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტაში ოთხი საბავშვო ბაღის კვების ბლოკებში დარღვევები გამოავლინა.
გეგმიური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამზარეულოებში არაკრიტიკული შეუსაბამობები იყო, რის გამოც თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება 1 200 ლარით დააჯარიმა.
პრობლემების მოსაგვარებლად ბაღის ადმინისტრაციებს ვადა მაისამდე მიეცათ.