ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განთიადის და ზედა განთიადის საჯარო სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ამხანაგური შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრს ორგანიზება სპორტის პედაგოგებმა - რომან ცეცხლაძემ და ახმედ ცხადაძემ გაუწიეს.
პირველი ადგილი გოგონათა შორის განთიადის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანა ცხადაძემ მოიპოვა, ვაჟთა შორის კი - განთიადის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ მამუკა ვანაძემ.
განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები გუნდურ შეჯიბრშიც პირველი ადგილით დაწინაურდნენ. რისთვისაც სკოლის ადმინისტრაცია მადლობა უხდის სპორტის პედაგოგ რომან ცეცხლაძეს.
იხილეთ ფოტოები