საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები თავიანთ გამოცდილებას სხვა პედაგოგებს აქტიურად უზიარებენ.
ამჯერად, გთავაზობთ სკოლის წამყვანი პედაგოგების, ეკა მოსიაშვილისა და მანანა ტაბატაძის სტატიას თემაზე „მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობის გავლენა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე“.
ეკა მოსიაშვილი და მანანა ტაბატაძე ამავე სკოლის მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის ფასილიტატორები-წამყვანი პედაგოგები არიან.
„ჩვენ სიახლეების საუკუნეში ვცხოვრობთ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში 2015 წელს სკოლაში შეიქმნა მასწავლებელთა შეფასების ჯგუფი, რომელიც შედგება 11 წევრისაგან სადაც გაერთინებულია დირექტორი, დირექტორის მოადგილე , ორი ფასილიტატორი და შვიდი კათედრის წარმომადეგნელი. შეფასების ჯგუფმა მიღებული დებულების შესაბამისად დასახა მუშაობის მიზანი და ამოცანები...“
სტატია სრულად იხილეთ აქ - სტატია.docx