სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ მედიის წარმომადგენლებს სემინარზე უმასპინძლა
20-02-2019

15-17 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ მედიის წარმომადგენლები სამდღიან სემინარზე მიიწვია თემაზე: „სამოქალაქო განათლება სკოლაში“.

სემინარი შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.

რეგიონული ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები შეხვდნენ გურიისა და აჭარის  რეგიონის სკოლების მოსწავლეებს - წყალწმინდის, აჭყვას, კვირიკეთის და ქობულეთის N6 სკოლის უფროსკლასელებმა განხორციელებული პროექტები წარადგინეს.

52720495_1221954294639630_5204725176989646848_n.jpg

მეორე დღე დაეთმო ვიზიტს სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში. სკოლაში ვიზიტისას წარმატებული პედაგოგის ჯილდოს მფლობელმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ინგა მოსიძემ  და მისი მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარადგინეს.

52427926_2093685474256944_6044951999928074240_n.jpg

სასესიო მუშაობისას პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ იმ დახმარების შესახებ ისაუბრა, რასაც პროგრამა სკოლებს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის უწევს.

სემინარის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების შესახებ ინფორმაცია გააცნეს და სამინისტროს მიერ განხორციელებულ სასკოლო რეფორმაზე ისაუბრეს.

პროგრამას „მომავლის თაობა“ ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203